Monday, November 9, 2009

ჩემი ელექტრონული პორტფოლიო

Saturday, November 7, 2009

სასწავლო პროექტი

1.პროექტის სახელი:ყველაზე ჭკვიანი

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გამოიკვლევენ მათემატიკის სწავლების პრობლემებს სკოლაში.მოაწყობენ ინტელექტუალურ შეჯიბრს მათემატიკაში.

3.პროექტის სრული აღწერა:სატელევიზიო ინტელექტუალურ შეჯიბრებებში როგორიცაა #ეტალონი#,#ყველაზე ჭკვიანი#,მოსწავლეები ერიდებიან მათემატიკის არჩევას კითხვებზე პასუხების გასაცემად.მოზარდები გამოიკვლევენ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით თავიანთ სკოლაში.ისინი
ჩაატარებენ გამოკითხვას:მეცნიერების რომელ დარგს აირჩევენ რესპოდენტები,თუ სატელევიზიო გადაცემაში მიიღებდნენ მონაწილეობას.ასევე მოიძიებენ უკანასკნელ გადაცემებში დასმულ კითხვებს მათემატიკაში.
მოსწავლეები თვითონ მოიპოვებენ მასალებს და შეარჩევენ კითხვებს შესაბამისი პასუხების მითითებით,რომელთაგან ერთი სწორია,დანარჩენები არასწორი,ან კითხვებს ,რომლებზეც სწრაფად შეიძლება გაეცეს პასუხები.
ბავშვები მათემატიკის მასწავლებლებლების დახმარებით მოაწყობენ მათემატიკურ შეჯიბრებას კლასებს შორის.

4.მონაწილეთა ასაკი:14-15წლის

5.ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა,დისკუსიების გამართვა,ინტერვიუების აღება,ინტერნეტში ინფორააციის მოძიება.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს,ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას ,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები,გაიუმჯობესებენ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს.შექმნიან კითხვარებს,ტესტებს,ინტერნეტიდან ამოიღებენ ინფორმაციებს,შეადგენენ პროგრამას შეჯიბრებისათვის.

8.სარგებელი სხვებისთვის:პროექტში ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ სხვა სკოლის მოსწავლეებიც


9.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:ქ.ქუთაისის #32 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.


10.სამუშაო ენა: ქართული


11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მათემატიკა,ქართული,უცხო ენა,ისტ_ი

12.პროექტის ფასილიტატორი: აზა მარუაშვილი


13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: paaznoza@gmail.com

14.პროეკტის ფორუმი:

15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: